ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ღოღობერიძე: “არავისი მეშინია, მაგრამ ვხვდები, რომ დროს ტყუილად ვკარგავ და საბოლოოდ, ისე მე ვრჩები გულდაწყვეტილი”

“გადავწყვიტე, რომ ვაქცინაციის თემას ჩამოვშორდე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ დალოდებას ითხოვდი, ექიმები გთვლიან “ანტივაქსერად” და თუ ვაქცინის შესაძლებლობებს აფასებ, პაციენტები გთვლიან “ნდობადაკარგულ ექიმად”, – ამის შესახებ ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექიმი თავის პოსტში ამბობს, რომ ბოლოპერიოდში რაც თუ ინტერვიუ მიუცია, ძალიან უნანია.

“სამწუხაროდ , ყველა ინტერვიუ, რომელიც ჩემ მიერ არის გაცემული, საბოლოოდ, იჭრება და ისე მიდის მსმენელამდე, რომ გაუგება რჩება თავიც და ბოლოც

რაც კი ინტერვიუ მიმიცია, ძალიან მინანია

თუნდაც ძალიან თავშეკავებული იყო პასუხის გაცემის დროს, სათაური მაინც ისეთი დაეწერება, რომ დაბადებას ინანებ

მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ვაქცინაციის თემას ჩამოვშორდე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ დალოდებას ითხოვდი, ექიმები გთვლიან “ანტივაქსერად” და თუ ვაქცინის შესაძლებლობებს აფასებ, პაციენტები გთვლიან “ნდობადაკარგულ ექიმად”
ამ ქვეყანაში შეუძლებელია, რომ დინამიური აზრი გქონდეს. სხვადასხვა ეტაპზე ანტივაქსერიც ხარ, პროვაქსერიც, მთავრობის ნაყიდიც და ოპოზიიციისაც.

ამ დროს ხარ უბრალოდ ობიექტური

არავისი მეშინია. ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა და მექნება, მაგრამ ვხვდები, რომ დროს ტყუილად ვკარგავ და საბოლოოდ, ისე მე ვრჩები გულდაწყვეტილი.

ამ ყველაფერს სჯობს, რომ იმაზე ვიფიქრო, როგორ გავხსნა ისეთი აფთიაქი, რომ წამლები ძალიან იაფი ღირდეს?” – წერს გიორგი ღოღობერიძე.

იტვირთბა....