“ცხადია, ოპოზიცია იტყვის გახარიაზე, რომ ის ბიძინას პროექტია. უფრო საინტერესო და შეიძლება ითქვას კომიკური ის არის, რომ იგივეს იფიქრებენ კობახიძე-ღარიბაშვილი.”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ხუხაშვილი აღნიშნულით ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა “არც პოლიტიკიდან და არც ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ”.