“ქართული ოცნების” დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ექსპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ჟურნალისტებთან აფასებს:
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არის სხვადასხვა პარტია. დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი”, – განუცხადა ჟურნალსტებს ელისო ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადამ, რომ “არც პოლიტიკიდან და არც ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ”.