“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ყოფელი პრემირის დღევანდელ განცხადებას ეხმიარება და ამბობს, რომ თუ გიორგი გახარია დაბრუნდება ქართული პოლიტიკაში ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება.
ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი გახარიასადმი დამოკიდებულების მიუხედავად, გახარია არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა.
“უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ მას ვიხილავთ ოპოზიციური პარტიის ლიდერად. ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ვინ არის მისი კადრი, ზუსტად არ ვიცი. ობიექტურად რომ ვთქვა, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, გახარია არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ -არა სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა “არც პოლიტიკიდან და არც ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ”.