ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ უფროს, კახაბერ ქვემოკლიძესა და “ქართული ოცნების” მოქმედ დეპუტატს, მიხეილ დაუშვილს შეხვდა.
ჯერჯერობით უცნობია რა თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მსჯელობა გიორგი გახარიას სახლში.
ცნობისათვის, დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.