ახალი ამბები მთავარი

ხაინდრავა ოპოზიციაზე: “პირდაპირ უთხრეს, რატომ თამაშობთ რუსულ თამაშს”

“პირდაპირ უთხრეს, რატომ თამაშობთ რუსულ თამაშს. ეს შარლ მიშელმაც თქვა და დანიელსონმაც ჰკითხა,” – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

რეჟისორმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და მისი წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელებულ მოლაპარაკებათა პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია რუსულ თამაშს თამაშობს.

“ის, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიბეცე რუსული იმპერიალიზმის პირდაპირი გამოვლინებაა საქართველოში, ამაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, არა მგონია. საერთოდ, მსოფლიო დიპლომატიას ქარაგმებით საუბარი ახასიათებს. პირდაპირ არასდროს ამბობენ, რას ფიქრობენ, მაგრამ პირდაპირ უთხრეს, რატომ თამაშობთ რუსულ თამაშს. ეს შარლ მიშელმაც თქვა და დანიელსონმაც ჰკითხა. მიუხედავად ამისა, ჯიუტად განაგრძობენ ცარიელი კარის მტვრევას. ნუ, ეს მათი არჩევანია! დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ძალიან გაიზარდა ამ 30 წელიწადში პოლიტიკური სპექტრისგან განსხვავებით. მათ პოლიტიკურ სპექტრსაც ვერ ვუწოდებთ, ეს არის სიბეცის ერთობა. ახლა დაემატნენ კომკავშირელი ბანკირები. საერთოდ, მსოფლიოში რადიკალი ბანკირების მცნება არ არსებობს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ პოლიტიკური მევახშეები „ლელოს“ ლიდერებს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს უწოდა.

„ეს ყველა მანკიერება, რომლის მოწმენი ახლა ჩვენ ვართ, ჩვენს ორგანიზმზე იყო და ეს გამოვლინდა. იქნებ, ქართულმა საზოგადოებამ იპოვოს მალამო, რათა ეს წყლულები თავისი ორგანიზმიდან მოიშოროს. იმას, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, წყლულებია. აგებულია სიცრუეზე, ცილისწამებაზე, ორპირობაზე, ფარისევლობაზე. რაც ყველაზე მეტად საწყენია, თვითონ რომ ბეცები არიან, ქართული საზოგადოებაც ბეცია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველოში არაფერი იმალება და ყველამ იცის რა ხდებოდა მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

„ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი პოლიტიკური თამასაა საქართველოში, რომ ამ ფონზე „გირჩი“, რომელიც სექტაა და არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არასდროს ჰქონია და ალეკო ელისაშვილი ვარსკვლავები არიან,“ – განაცხადა ხაინდრავამ.

იტვირთბა....