aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოვიდვაქცინის მიღების შედეგად გარდაცვლილ ექთანს ხვალ დაკრძალავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ ექთანს, მეგი ბაქრაძეს ხვალ დაკრძალავენ.

ოჯახის განცხადებით, მედდის გარდაცვალება არასათანადო და დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირდება. ოჯახის ადვიკატის განცხადებით, საქმეს ახალციხის სამედიცინო ისტორია აკლია.

“საქმის მასალებში არის სამედიცინო ისტროია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან. ასევე რამდენიმე გამოკითხვის ოქმი ისევ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან. საქმის მასალებს აკლია ახალციხის სამედიცინო ისტორია, რომელიც დღეს ექნება პროკურატურას. ასევე პროკურატურას მოვთხოვთ მოწმეების ჩანაწერებისა გადმოცემას”, – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....