ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მალე სოციალურ ქსელში დაბრუნდება საკუთარი პლატფორმის მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მისი მრჩეველი ჯეისონ მილერი აცხადებს, “ტრამპი არ აპირებს სხვა სოციალურ ქსელებში გამოჩენას. ალბათ 2-3 თვეში შემოგთავაზებთ ახალ პლატფორმას, რაც იქნება ძალიან ცხელი განაცხადი ონლაინ სამყაროში.”
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი დაბლოკეს “ფეისბუქსა” და “ტვიტერზე” იანვარში. მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერების შეჭრა მოხდა.