ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ” – რაზე საუბრობს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. მისივე განცხდებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდეს, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად, მასობრივი ვაქცინაციაა საჭირო, რაც, კულუმბეგოვის განმარტებით, მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში ვერ წარიმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნიზაციის პროცესს 10 წელი დასჭირდება.  ამის შესახებ მან „დილის შოუში“ განაცხადა.

“მედდის ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებაში მოხდა, სადაც ყველა დარგის ექიმი იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ მეგის ოჯახს. გმირი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის სერიოზული დანაკარგია – ოჯახური და ადამიანური. ჯანდაცვის სისტემასაც და ვაქცინაციასაც ზიანი მიადგა, უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ქვეყანასაც.

ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველა დარგის ექიმი მის ირგვლივ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, რატომ, როგორ და რანაირად ამას გამოძიების პროცესი სჭირდება, სამედიცინო გამოძიებას ვგულისხმობ. ასევე, მყარი არგუმენტებით დასაბუთების დადება.

გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობაში ნდობის თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში იყოს ვაქცინაცია, თუმცა შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გვინდა, რომ ვაქცინაციამ გავლენა მოახდინოს და ჩვენი ქვეყანა უკან-უკან არ წავიდეს ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში ვერ იქნება. რადგან 300-400 ადამიანის აცრით სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,”იმედში”, ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. 27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

იტვირთბა....