“ნაცმოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძის განცხადებას გამოეხმაურა.
გოცირიძე ამბობს, რომ ექსპერტის განცხადებები საზოგადოებას კიდევ უფრო აბნევს.
“დამდგარა და ერთი ექსპერტი თუ მოექსპერტო ტიპი გაჰკივის, ასტრა-ზენეკა მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო. ეს კაციღა გვაკლდა ისედაც დაბნეულ ჩვენს საზოგადოებას”, – წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ არა ვაქცინას, არამედ სისტემას ასახელებს და იმ პირებს ვინც ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებლები არიან.
“ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა, გასცეს თანხმობა, რომ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეტა დამატებითი განცხადება, რასაც მეც ვეთანხმები, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული “ასტრაზენეკა” 55 წლამდე ადამიანებში”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.