ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი მეწყერსაშიშ ზონაზე: “არც მეწყრულად აქტიურ ზონა და არც მისი მიმდებარე ტერიტორიაა დასახლებული“

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა „იმედის კვირას“ განაცხადა, რომ “მეწყერი რომ მოწყდეს და დაიწყოს ამ მასის ქვევით ჩამოსვლა ეს მოსახლეობისთვის საფრთხის შემქმნელი არ იქნება”.

“ნათლად ჩანს, რომ არც მეწყრულად აქტიურ ზონა და არც მის მიმდებარე ტერიტორია არაა დასახლებული“, – აღნიშნა ბენდელიანმა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ისეთი ინტერპრეტაცია ეძლევა ამ საკითხს, რომ თითქოს როცა მერიამ გაავრცელა განცხადება მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გზის ჩაკეტვის შესახებ.

“ეს იყო რამდენიმე დღით უფრო ადრე და ხდებოდა 24 საათიანი მონიტორინგი. როდესაც ვნახეთ, რომ შეიძლებოდა გზაზე გადაადგილებისთვის საფრთხე შეექმნა, დაუყოვნებლივ ჩავკეტეთ მოძრაობა. თითქოს ეს მეწყერი თუ დაიძრა, ორთაჭალიდან გლდანამდე დედაქალაქს ერთი მეტრის მიწის მასით დაფარავს, რაც არის სიცრუე. ეს მიზანმიმართულად ხდება, რომ მოსახლეობაში პანიკა დათესონ და ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ“, – აღნიშნა ბენდელიანმა.

იტვირთბა....