ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ და კომენდანტის საათს არღვევენ

მარნეულში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

ამ წუთებში მოსახლეობა მარნეულის გამგეობის წინ არის შეკრებილი და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ადგილზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერები.

გადაკეტილია გზის ცენტრალური ნაწილი. ადგილობრივებმა სიმბოლურად კოცონიც დაანთეს.

როგორც ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

იტვირთბა....