aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს”, – ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მანქანა დაეჯახა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, განთავსებულია მაღაზიაც სათვალთვალო კამერებით.

„როგორც ვიცი, ხშირად გაურკვეველია ავტომობილები მათ სახლთან ჩერდებიან და დგანან გარკვეული დროით. დღეს მოხდა ავტომობილის დაზიანება. საპატრულო გამოიძახეს, არსებობს იქ მაღაზია, სადაც არის ვიდეო სათვალთვალო კამერა, როგორც ვიცი, მაღაზიაში არც მისულა საპატრულოს ეკიპაჟი“, – აღნიშნავს რამიშვილი.

ამავე საკითხზე გამოცემასთან გარდაცვლილი პროგრამისტის დედა, თეონა ბაჩალიაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა, არის იმ ავტომობილის ფარები, რომელმაც მისი შვილის მანქანა დააზიანა.

„ერთი საათის წინ მოხდა, ხმა გავიგეთ და ამაზე გავიხედეთ, ავტომობილი იყო შემობრუნებული 90 გრადუსით, უკანა მარჯვენა კარი შეჭეჭყილია და იმ ავტომობილის ფარები ყრია, რომელმაც თამარის ავტომობილი დააზიანა. არ ვიცი რა ავტომობილით მოხდა დაზიანება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, არც შემოსაზღვრეს ტერიტორია, ხვალ დილას დამლაგებელი მივა და დაგვის იმას. გამოძიება რამდენად დაიწყეს არ ვიცი, მითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის და ისინი ფაქტს ადგენენ მხოლოდ, მითხრეს, რომ გამომძიებელი დაგვიკავშირდება ერთიდან სამ დღეში,“- აღნიშნავს თეონა თამაზაშვილი.

იტვირთბა....