“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოზიციიდან ნატალია საბანაძის წასვლას ეხმიანება.
როგორც ვაშაძე ამბობს, საბანაძის თანამდებობის დატოვება პირდაპირ აისახება ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაში.
“თანამდებობა დატოვა ევროპაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი და ერთპარტიული ფასადური დემოკრატია პირდაპირ აისახება ევროპასთან და ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობებში.
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ერთპარტიული ავტოკრატიით ვერ გახდება ევროპული თანამეგობრობის ნაწილი ეს უფრო სხვა სამყაროსკენ გაკეთებული ღია არჩევანია, რომლისგანაც თავის დაღწევას ათწლეულებია ვცდილობთ”. – გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნატალია საბანაძემ საკუთარ “ფეისბუქზე” გაავრცელა.