ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

დიაბეტის მკურნალობა შესაძლებელი ხდება

პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობა მომავალში შესაძლებელი იქნება. ჰარვარდის ღეროვანი უჯრედების ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ აღმოჩენილია ჰორმონი ბეტატროფინი, რომელიც  თაგვებში 30 ჯერ ზრდიდა ინსულინის – პანკრეასის ბეტა -უჯრედების გამომუშავებას. მეცნიერების განცხადებით, ბეტა-უჯრედებს ინსულინი გამოიმუშავებს მხოლოდ მაშინ, როცა იგი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რითიც მცირდება დიაბეტისთვის დამახასიათებელი გართულებების რაოდენობა.

დიაბეტის მკურნალობის ახალი მეთოდის გამოყენება ახლა ვერ დაიწყება. საჭიროა მინიმუმ რამდენიმე წელი, რათა მისი გამოყენება დიაბეტით დაავადებულ ადამიანებზე მოხდეს. თუმცა, მეცნიერთა აღმოჩენამ სამედიცინო პრეპარატების მწარმოებელთა ყურადღება უკვე მიიპყრო.

 

იტვირთბა....