ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NASA: დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი 21 მარტს ჩაუვლის

ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ჩაუვლის, პლანეტასთან ყველაზე ახლოს 21 მარტს იქნება. – ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ავრცელბს.

NASA ინფორმაციით, მეცნიერებს საშუალება მიეცემათ კარგად დაათვალიერონ ეს კლდოვანი ციური სხეული, რომელიც სავარაუდოდ მზის სისტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზეა წარმოქმნილი.

მათივე ცნობით, 2001 FO32- ად წოდებული ასტეროიდი დედამიწას 2 მლნ კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება, რაც დაახლოებით 5-ჯერ მეტია დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილისა.

ამასთან, როგორც მეცნიერები ამბობენ, არც ახლა და არც უახლოესი საუკუნეების მანძილზე ამ ზომის ასტეროიდების დედამიწაზე ჩამოვარდნის საფრთხე არ არსებობს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 2001 FO32-ის ორბიტალური გზა მზის გარშემო, რადგან ის დაახლოებით 20 წლის წინ აღმოვაჩინეთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ ვაკვირდებით“ – აცხადებს პოლ ჩოდასი, დედამიწის მახლობლად მდებარე ობიექტების კვლევის ცენტრის დირექტორი.

ასტეროიდი 2001 FO32 ბევრად უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე სხვა ასტეორიდები. მისი სიჩქარე დაახლოებით 124 000 კმ/სთ არის. ამას მისი მკვეთრად წაგრძელებული და დახრილი ფორმა განაპირობებს.

ეს ასტეროიდი ასე ახლოს აღარ მოვა დედამიწამდე, მისი შემდგომი მოახლოება 2052 წელს მოხდება და მისი დაშორება დედამიწიდან 7 მთვარიდან დედამიწამდე მანძილი იქნება, რაც 2,8 მლნ კმ იქნება.

იტვირთბა....