ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ევროკავშირის სამიტი ვიდეოკონფერენციის ფორმატში 25-26 მარტს გაიმართება

გამოცემა “დოიჩე ველე“-ს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, ევროკავშირის მეთაურთა სამიტი 25-26 მარტის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.

როგორც აღნიშნული მედია იუწყება, ეს იქნება 2020 წლის შუა პერიოდის შემდეგ პირველი შეხვედრა, რომელიც მსგავსი სახით ჩატარდება.

ცნობისთვის, ევროკავშირის სამიტის გამართვა ჩვეულებრივი ფორმატით ბრიუსელში იგეგმებოდა.

სამიტის დღის წესრიგში კი პანდემიასთან ბრძოლა და ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარებაა. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები აპირებენ განიხილონ რუსეთთან და თურქეთთან შემდგომი ურთიერთობები.

იტვირთბა....