ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახი კალაძე: “ნოვრუზ ბაირამი სიცოცხლის და სიმწვანის დღესასწაულია”

დედაქალაქის მერი, კახი კალაძე აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

კახი კალაძე მისალოც ტექსტში დასძენს, რომ ნოვრუზ ბაირამი – ბუნების განახლების, სიცოცხლის და სიმწვანის დღესასწაულია.

“ყველას, ვინც დღესასწაულობს ამ დღეს, მინდა მივულოცო ნოვრუზ ბაირამი – ბუნების განახლების, სიცოცხლის და სიმწვანის დღესასწაული. ნოვრუზ ბაირამი ერთ-ერთი გამორჩეული, ოჯახური, საყოველთაო სიხარულის მატარებელი დღესასწაულია. ჩვენ, ჩვენს მეგობრებთან ერთად გვეძვირფასება ეს დღე და წრფელი გულით ვულოცავ მათ. ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას.”

შეგახსენებთ, 21 მარტს ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება. იგი გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, სიცოცხლის განახლების მომასწავებელია. 2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იტვირთბა....