ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია აბაშიძე საბანაძის გადადგომაზე: “ნაცსექტას ახალი სკანდალური თემა მიეცა განსახილველად”

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში  ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოზიციიდან ნატალია საბანაძის წასვლას ეხმიანება.

აბაშიძე “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ პოლიტიკური არჩევანი თავისუფალია. ანალიტიკოს აღნიშნული საკიტხის შეფასებისას კი მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მმართველობა მოჰყვას და ამბობს, რომ – “ჩოჩელები და ოქრიაშვილები რომ განდგომოდნენ მაშინდელ მმართველებს, რას დააწიოკებდნენ მათ ოჯახებსა და კომერციულ აქტივობებს.”

“ნაცსექტას ახალი “სკანდალური თემა” მიეცა განსახილველად – ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნათია საბანაძე გადადგა და თითქოს ჩამოიშალა სახელისუფლებო ვერტიკალი. “დაგვიწესებენ სანქციებს, გაჩერდება ასოცირების ხელშეკრულება” და სხვა, ნატო ჩხეიძისეული სიზმრები ფეისბუკში-ში დაწერილი.

სააკაშვილის მიმდევრები ხომ 2003 წლის კალენდრით ცხოვრობენ და წარმოუდგენიათ, რომ 18 წლის წინანდელი რეალობაა ახლა საქართველოში. ზერელედაც ვერ აფასებენ საშინაო და საგარეო მოცემულობას.

ელჩები, ჩინოსნები მიდიან-მოდიან, ევროატლანტიკურ სივრცეებში თანმიმდევრულად მიმავალი საქართველოს ინსტიტუტები კი განაგრძობენ მუშაობას მრავალი გამოწვევების ფონზე.

ამასთან, პოლიტიკური არჩევანიც თავისუფალია – ვისაც სად უნდა, მისი გადასაწყვეტია. მაგალითად, ერთი წამით წარმოიდგინეთ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩოჩელები და ოქრიაშვილები რომ განდგომოდნენ მაშინდელ მმართველებს, რას დააწიოკებდნენ მათ ოჯახებსა და კომერციულ აქტივობებს.

აქვე ერთ ჩემეულ “ანდაზასაც” დავწერ – როცა სააკაშვილის სექტა გაქებს, ეს ფრიად თვითდამაზიანებელია აწმყოსა და მომავალში, დაფიქრებისა და რაღაცის გამოსწორების დროა. თუ, რასაკვირველია, ამ ბოროტებთან საკუთარი ნება-სურვილით არ გსურს აფილირება…” – წერს ანალიტიკოსი.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნატალია საბანაძემ საკუთარ “ფეისბუქზე” გაავრცელა.

იტვირთბა....