ლაგოდეხში მოსწავლეების მუხლებზე დაჩოქებისა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის იძულებით მოხდის გამო, ერთი-ერთი არასრულწლოვანის ბრალდებული ბებიას აღმკვეთ ღონისძიებად 4000 ლარიანი გირაო შეფარდა.
თავდაპირველად სხდომა რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყოს წარმოდგენილი. თუმცა, ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილ კონფლიქტს, რა დროსაც, მე-6 კლასის მოსწავლეებმა თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.
ამასთან, როგორც გამოძიება ამბობს, ბავშვის ბებიამ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი – ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი.
ბებიის წინააღმდეგ წინააღმდეგ გამოძიება 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება.