ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბოლო 24 საათში, კოვიდის ინფიცირების 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  189 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 923 ტესტი,  მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 328პისიარტესტით – 5 595.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,2 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,63 პროცენტი.

2002 წლის 26 თებერვლიდან, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე,  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 973 გამოჯანმრთელდა, 3 700 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 220 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 435 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 176 პირი იმყოვება.

იტვირთბა....