ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: “ბრალდებული ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა”

პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში1981 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს, რომელაც ბრალად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ედება, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 მარტს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს – 1965 წელს დაბადებულ ნ.პ. რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ნ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....