ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აუდიტი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელსაც წევრები არ ჰყავს

საქართველოს აუდიტის სამსახური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ, კერძოდ 2018-2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ფულს უხდის ანსამბლ “აისელებს”, რომელშიც წევრები არ ირიცხებიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პასუხისმგებელი პირი ამას “თაობათა ცვლით” განმარტავს.

ასევე, როგორც აუდიტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, საუბარია მომღერალთა ანსამბლ “აისელებზე” და ხელშეკრულება გაფორმებულია ანსამბლის ხელმძღვანელთან.

ანგარიშის თანახმად, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისთვის არ არიან მიღებული (სასწავლო წლის დასრულებიდან გასულია, დაახლოებით, 19 თვე).

“მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას. ამასთანავე, საშტატო ერთეულების დატვირთვის გაანალიზებისას განხილულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. გამომდინარე აღნიშნულიდან, სპორტის და კულტურის წრეებში არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. შედეგად, ვერ მოხერხდა საშტატო ერთეულების ყოველდღიური დატვირთვის სრულად შესწავლა, თუმცა მიღებული შედეგის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ სხვა საშტატო ერთეულებსაც არ გააჩნდეთ ყოველდღიური დატვირთვა”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ამასტან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე, მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა, საკადრო პოლიტიკა, ასევე, განსაზღვროს, რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს.

“მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შტატით დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას”. – წერია აუდიტის დასკვნაში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს 2018-2019 წლებში მიღებული აქვს 1 052 700 ლარი. შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441 900 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს. 2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით).

 

იტვირთბა....