“ეს არ უნდა იყოს აქცია აქციისთვის, ეს უნდა იყოს აქცია, რომელიც გავა შედეგზე,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ “მთავარი არხისთვის” მიცემულ სატელეფონო საუბარში განაცხადა.
ოპოზიციის ლიდერების მიერ 20 მარტს რუსთაველის გამზირზე წარდგენილი სამოქმედო გეგმის შეფასებისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ “დაანონსება დაანონსებისთვის” და “აქცია აქციისთვის” არ უნდა იყოს.
ამავე საკითხის შეფასებისას ნიკა მელიამ თვქვა, რომ გული დაწყდა, როცა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დაინახა. მისი თქმით, ახლა მთავარი სწორედ ერთობაა.
“უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ყველა ოპოზიციურ ლიდერს. გული დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, არადა მნიშვნელოვანი იყო. კარგი დასაწყისი კარგი დაბოლოების საწინდარია და, სამწუხაროდ, ვერ დავინახე ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ანუ პირველი პირი. ეს ჩემთვის დასანანია.
მე ვთხოვდი საზოგადოებას, რომ ყველამ გავიაზროთ, რომ ეს არ არის არცერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა, თუ ლიდერის ბრძოლა, ეს არის ქვეყნის მომავლის საკეთილდღეო ბრძოლა, ჩვენი შვილების სასარგებლო ბრძოლაა და არ დაგვეზაროს, რამდენიმე საათით თბილისში ჩამოვიდეთ და თბილისელები რუსთაველის გამზრიზე უნდა გამოვიდეთ. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დიამეტრულად განსხვავებული მიმართულებით მიჰყავს ივანიშვილს საქართველო.
ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე და, აი, ასე დავამარცხოთ ხელისუფლება”. – განაცხადა ინტერვიუში ნიკა მელიამ.