საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთს 23:6 მოუგო.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე ჩატარებული 24 შეხვედრიდან ქართველებმა 22 მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა და ჩვენი გუნდი მხოლოდ ერთხელ – 28 წლის წინ დამარცხდა.
მომდევნო კვირას, ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურში რუმინეთს უმასპინძლებენ, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება.