ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა” – ნიკოლ ფაშინიანი

ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარებულა, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. მის განცხადებას სომხური გამოცემა Armenpress ავრცელებს.

მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს სურდა, რომ სომხები ფიზიკურად არ ყოფილიყვნენ ყარაბაღში, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ომში დაღუპულ ჯარისკაცებს.

“რაც არუნდა აზერბაიჯანელმა ლიდერებამ იძახონ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებული, ეს ასე არ არის. ძალიან ბევრი კითხვაა დაისმება, თუ რატო დაეცნენ ჩვენი ჯარისკაცები. მინდა მე ამას კონკრეტულად ვუპასუხო. ჩვენი ბიჭები დაეცნენ იმისთვის, რომ დღეს, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყარაბაღის საკითხი არ მოგვარებულა. იმიტომ, რომ ალიევს სურდა, სომხები ყარაბახში არ ყოფილიყვნენ. ყარაბაღი ფიზიკურად არ არსებულიყო. მაგრამ ის არსებობს და ეს სწორედ ჩვენი დაღუპული მეომრების წყალობით. ამისთვის მადლობა მათ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავუხადოთ მათ მადლობა.” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

იტვირთბა....