სამართალდამცავებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს. – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, “მეტამფეტამინის“ შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე, 849 აბი და 12 ნატეხი „მდმა“. – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს