.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საშიშ დაავადებას, რომელთა საწინააღმდეგო ვაქციანა უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს, ან მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ექიმებს სულ რაღაც წუთები აქვთ.
- დენგეს ცხელება
მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 40 % ამ დაავადების რისკის ქვეშაა. დაინფიცირებული კოღოს ნაკბენიდან ერთ დღეში ადამიანს დაავადების სიმპტომები ეწყება-41 გრადუსი სიცხე, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე. დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევის გარეშე, ვირუსი სწრაფად ანადგურებს პაცინეტის სისხლში თრომბოციტებს, რის გამოც შინაგანი სისხლდენა იწყება. ერთი დღის განმავლობაში ვითარდება სისხლის მიმოქცევის უკმარისობა. კვლევების თანახმად, წელიწადში 100 მილიონი ადამიანი ავადდება ამ დააავადებით, განსაკუთრებით ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. ჯერჯერობით არ არსებობს მისი საწინაღმდეგო წამალი და მაცნიერები დღემდე მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე.
- ებოლა
2014 წლიდან 28 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ამ დაავადებით დასავლეთ აფრიკაში. ჯერჯერობით არ არსებობს მისი განკურნების საშუალება და ამიტომ დაავადებულთა 70 % იღუპება. ებოლა ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, მაგრამ სპეციალური სამოსიც კი არ არის მისგან დაცვის გარანტი. ვირუსი რამდენიმე საათის განმავლობაში „ახერხებს“ გახეთქოს სისხლის თეთრი უჯრედები, რაც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ამიტომ პაციენტს შიდა უხვი სისხლდენა ეწყება, რომელიც მალევე თვალებიდან, ყურებიდან , პირიდან, ცხვირიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენაში იზრდება, იქამდე, სანამ პაციენტი არ დაიღუპება.
2014 წელს შოტლანდიელმა ძიძამ წარმატებით იმკურნალა ამ დაავადების წინააღმდეგ, თუმცა მომდევნო წელს, აღმოჩნდა, რომ ვირუსს მთლიანად არ დაუტოვებია მისი ორგანიზმი და ის კვლავ საავადმყოფოში მოხვდა.
- შავი ჭირი
მე-14-ე საუკუნეში შავმა ჭირმა 50 მილიონი ადამიანი შეიწირა. ამ ეტაპზეც კი 20 000 ადამიანზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დეპორტირდება შავი ჭირის დაავადების ქონის გამო. 2015 წელს 4 ადამიანი დაიღუპა ამ დაავადებით, რომლებიც გარეული ცხოველებისგან დავირუსდნენ. ერთი წლის წინ ამერიკელმა დაკარგა თითები მას შემდეგ, რაც ეს დაავადება მისი კატიდან გადაედო. დავადება სისხლში კბენის შემდეგ ვრცელდება, მრავლდება ლიმფურ კვანძებში, პაციენტს ეწყება აგონია, ანთებითი ფისტულები. პაციენტები კარგავენ სისხლს, ეწყებათ კრუნჩხვები, მაგრამ ამ დაავადების ყველაზე საშინელი სიმპტომია ცოცხალი ქსოვილების სიკვდილი- პაციენტებს მანამდე ულპებათ კიდურები, სანამ ცოცხლები არიან. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში ამ დაავადებით 60 % კვდება. ხშირად დაინფიცირებიდან იმავე დღეს.
- ენტეროვირუსი D68
ეს არის მომაკვდინებელი რესპირატორული დაავადება. ის გადაეცემა როგორც ჰაერ-წვეთოვანი გზით, ასევე დაინფიცირებულის ნივთებთან შეხებით. ეს დაავადება თავს ესხმის ადამიანის სასუნთქ და მამოძრავებელ ორგანოებს, ერთი დღის განმავლობაში კლავს დაავადებულებს. ამ ეტაპისთვის შტატებში დაფიქსირებულია 691 დაინფიცირებული ადამიანი, რომელთაგანაც 5 ბავშვი დაიღუპა.
- ქოლერა
ეს ბოროტი დაავადება იწვევს დიარეას და ორგანიზმის გაუწყლოებას. დაავადების სამიზნეა კუჭ-ნაწლავი და ხელს უშლის ფეკალურ ექსკრეციას. ეს ნიშნავს, რომ დაავადებული კარგავს საათში ერთ ლიტრ სითხეს. დაავადება სისხლის გათხელებასაც იწვევს. დაავადება წყლით და საკვებით გადადის. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს, მსხვერპლი მაინც ბევრია.
- MRSA
ეს დაავადება წამლის მიმართ მდგრადია და წარმოუდგენლად სწრაფად ანადგურებს სისხლის უჯრედებსა და ფილტვის ქსოვილს. ეს უკურნებელი დაავადება ხშირად ჰოსპიტალებში ვრცელდება, ქირურგიული ოპერაციების დროს. დღეისთვის 90000 ამერიკელი ინფიცირდება ამ დაავადებით ყოველწლიურად. სისხლში მოხვედრილი ბაქტერია სასუნთქი გზებისკენ მიიწევს და ფილტვების ლპობას იწყებს. სულ 24 საათი სჭირდება დაავადებას პნევმონიის წარმოსაშობად და ორგანიზმის გასანადგურებლად.
- თავის ტვინის ცერემბლარული დამბლა
დაავადება ყოველ წლიურად 6 მილიონ ადამიანს კლავს. ის ჟანგბადს და სასიცოცხლო ნივთიერებებს არ აწვდის ტვინს. თუ დაავადება 3-6 საათში არ მოიძებნა, შედეგი ფატალურია. გადარჩენილები ხშირად კარგავენ მეტყველებას და მხედველობას.
- ჩაგას დაავადება
ეს დაავადება სისხლის მწოველ პარაზიტს უკავშირდება, რომელიც ადამიანის პირიდან აღწევს სისხლში. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პარაზიტი გულის მუშაობას უშლის ხელს. 50000 ადამიანი ხდება ამ პარაზიტის მსხვერპლი ყოველწლიურად. სულ რამდენიმე წამია საჭირო ამ პარაზიტისთვის, რომ პულსი შეაჩეროს. პაციენტს მხოლოდ წუთები აქვს, რომ სამედიცინო დახმარებას მიმართოს.
- მენინგოკოკური დაავადება
ეს დაავადება უფრო მეტად გავრცელებულია დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ამ დაავადებით მილიონნახევარი ადამიანი ინფიცირდება ყოველწლიურად. ის სისხლიდან ხვდება ორგანიზმში და ურტყამს ტვინის უჯრედებს. 24 საათის განმავლობაში დაავადებულს ეწყება თავის ტკივილი, გამონაყარი და სინათლის აუტანლობა. მკურნალობის გარეშე ორგანიზმში სეფსისი მიდის და ორგანიზმს განგრენა ეწყება. 1/3 ამ დაავადებით იღუპება.
1.ხორცის ჭამია ბაქტერია
ეს ყველაზე საშიში სასიკვდილო დაავადებაა. მისი შედეგი საზარელია. ეს დაავადება არის იშვიათი ინფექცია, რომელიც ანტიბოტიკების გარეშე სწრაფ განვითარებას განიცდის. მკურნალობის გარეშე ის პაციენტის სიკვდილს იწვევს.
დაავადების მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის, ბაქტერიები, რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ კანის ქვეშ. ამიტომ გაჭრილი კანის შესაბამისად მოვლა აუცილებელია.
ამ დაავადების სახელი მის მოქმედებას უკავშირდება-ბაქტერია პირდაპირი მნიშვნელობით ჭამს დაავადებულის კანს.