“გადაწყვეტილება ძალიან კარგია, რომელიც მიიღო გუნდმა. თეა წულუკიანი არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი საკითხი მოაგვაროს. გამოწვევები ბევრია, როგორც კულტურაში, ასევე სპორტში. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემებს გაუმკლავდეს და ბევრი საკითხი დადებითად გადაწყვიტოს. ჩვენ ვიცით თეა წულუკიანის მოქმედება, როდესაც ის იყო იუსტიციის მინისტრი, ძალიან ბევრი ისეთი საკითხი მოაგვარა ქვეყნის სასიკეთოდ, რომ აქაც არ გაუჭირდება, დარწმუნებული ვარ.”
შოთა ხაბარელი – “ქართული ოცნების” დეპუტატი.
ამის შესახებ მან “მეტრონომს” განუცხადა.
შეგახსენებთ, დღეს, 19 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და ამიერიდან იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.