ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს” – რასა იუკნევიჩიანესი

“ჩვენ, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, სამომავლოდ [საქართველოს დასახმარებლად], მაგრამ, ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თვითონ ქართველები. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს. მე ძალიან გულწრფელად გეტყვით ამას. ხუთშაბათის შემდეგ, ჩემი ეჭვები უფრო გამყარდა.”

რასა იუკნევიჩიანესი – ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრი ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

 

იტვირთბა....