პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე “რუსთავი 2″-ის ეთერში „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის იმ განცხადება გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ “გირჩი” ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.
სარჯველაძემ ამავე კონტექსტში საუბრისას დასძინა, რომ ის პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
“განხილვა სჭირდება ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, ესე პირდაპირ, რა თქმა უნდა, დათანხმება ამაზე მე, ნამდვილად არ შემიძლია. ეს საკითხი გასავლელია ყველა შემთხვევაში, რომ ამან უბრალოდ არ გამოიწვიოს რაიმე უარყოფითი გავლენა, არ მოახდინოს იგივე სხვა პროცესებთან მიმართებით, სხვა მხრივ, დიალოგი, ნებისმიერი ფორმატი, მისაღები იქნება ალბათ. ზოგადი დამოკიდებულება ასეთია მოლაპარაკებებზე, რომელიც შეიძლება იყოს შედეგზე ორიენტირებული. ამდენად, რასაკვირველია, ეს განსახილველად ღირს, ვნახოთ და შეიძლება ვიფიქროთ კიდეც. მაგალითად, ფორმატის შეცვლამ შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს ამ ტენდენციაზე, რასაც მოლაპარაკების პროცესი ჰქვია,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.