რაგბიში საქართველო-რუმინეთის მატჩს, რომელიც 28 მარტს გაიმართება, მაყურებელიც დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რაგბის კავშირი”: სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
რაგბის კავშირის ინფორმაციით, მიხეილ მესხის სტადიონზე მატჩზე დასწრება გულშემატკივრის 30%-ს შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ მაყურებლის 30%-ს შეეძლება დასწრება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.