ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა თქმა უნდა, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს”- წულიკიანი მინისტრად დანიშვნის შემდეგ

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თეა წულუკიანმა გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

წულუკიანმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც.

წულუკიანის თქმით, შემოდგომის პერიოდიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები სამინისტროს გაყოფასა და მის კანდიდატურასთან დაკავშირები.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კულურისა და სპორტის სფეროში უამრავი პრობლემაა, რაც დაძლეული უნდა იყოს.

„მინდა, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის გამოვუცხადო მადლობა. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა პოლიტსაბჭოს წინა შემადგენლობას, რომელთანაც დაახლოებით გვიანი ზაფხულის-ადრეული შემოდგომის პერიოდიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები სამინისტროს გაყოფაზე და ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით.

ყველას, თითოეულ წევრს, ვინც ამაში იყო ჩართული და, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამჟამინდელ თავმჯდომარეს – ბატონ ირაკლი კობახიძეს მინდა ვუთხრა მადლობა და ასევე ყველა იმ გუნდის წევრს, ვინც, ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება მიიღო კონსულტაციების შედეგად იმიტომ, რომ ჩვენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ან თუ გნებავთ სპორტის ახალგაზრდობის და კულტურის, ან თუ გნებავთ ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისაღწევი. არაერთი გამოწვევაა და, რა თქმა უნდა, ხედვაც კონკრეტული თუ რომელ სფეროში რა არის სამომავლოდ გასაკეთებელი. მე, პირადად, მაქვს და პირველივე შესაძლებლობისას ვისაც ჯერ არ  შევხვედრივარ, შეხვედრაზე გავაცნობ და საჯაროც გახდება.“

შეგახსენებთ, დღეს, 19 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და ამიერიდან იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

იტვირთბა....