კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
შსს-ის ცნობით, მამაკაცი ტრაქტორის დაჯახების შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. როგორც უწყებაში აცხადებენ, იდენტიფიცირებულია ტრაქტორის მძღოლი, ის დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.