aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხვალიდან უკვე სულ სხვა მოქმედების რეჟიმზე გადავდივართ”- ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე გადადის და ქვეყანაში საპროტესტო ტალღა დაიწყება. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უდუმაშვილის ინფორმაციით, ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტთან ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.

“ქართულმა ოცნებამ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ევროპულ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს. ოპოზიციამ თავის  მხრივ იყო სრულად კონსტრუქციული მიდგომებში, ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით, ყველანაირ პროტესტზე ქუჩაზე, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, რადგან გვეგონა რომ ქართულ ოცნებაში გაიმარჯვებდა საღი აზრი…

ხვალიდან უკვე გადავდივართ სულ სხვა მოქმედების რეჟიმზე და სულ სხვა ტალღაზე. ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ გამოვაცხადებთ 12 საათზე რუსთაველზე”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 19 მარტს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

18 მარტს, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....