ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა მელიას ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ პირს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადება

“ნაცმოძრაობის” ოფისის ფასადზე განთავსებული ნიკა მელიას ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ პირს ბრალდება წარუდგინეს. – ამის შესახებ საქართველოს გენრალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითულობთ, ბრალდება დაკავებულ პირებს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და  2731-მუხლის მე-2  და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 17 მარტს, დ.კ.-მ ტაქსით მგზავრობისას თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის მიმართულებით, ავტომანქანიდან პნევმატური იარაღით რამოდენიმე გასროლა მოახდინა.

სამართალდამცველებმა დ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პნევმატური პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 179 ცალი საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

აღსანიშნავია, რომ დ.კ.-ს მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს.  პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....