ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ის რაც კალაძემ არ თქვა, “გაზპრომმა” გაამჟღავნა

კალაძე-მილერის შეხვედრის დეტალები

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის შეხვედრა „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან კვლავაც აქტუალურია. საქართველოში დაბრუნებული კალაძე ქართულ მედია საშუალებებთან ლუქსემბურგში გამართულ შეხვერასტან დაკავშირებით, სიტყვაძუნწი იყო. ვიცე-პრემიერისგან განსხვავებით,  ალექსეი ლიმერმა რუსელ პრესასთან  შეხვედრის დეტალებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელის განცხადებით, კალაძესთან შეხვედრისას ერთ-ერთ საკითხად  სომხეთისთვის ირანული გაზის მიწოდება განიხილებოდა. რუსული კომპანია ირანთან ბუნებრივი აირის გაცვლითი ოპერაციებზეც მუშაობს.

დივერსიპიკაციის მიზნით, ირანთან მოლაპარაკებებს ქართული მხარეც გეგმავს. ცნობილი გახდა, რომ ირანში ქართული დელეგაცია გაემგზავრება, რომელიც განიხილავს საქართველოში ირანიდან გაზის შემოტანის საკითხს.

ირანიდან გაზის შესაძლო ტრანზიტს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის წევრი პაატა ცინცაძე  „კომერსანტთან“ აფასებს.

„მე არ ველოდები იმას, რომ გაზის მიწოდება მთლიანად შეწყდება რუსეთიდან სომხეთში. რაღაც მოცულობები ამ გაზსადენში იქნება, მაგრამ ალბათ არა იმ რაოდენობით, როგორც ადრე იყო. თუ ეს მოცულობები შემცირდება, ბუნებრივია, ჩვენ შეგვიმცირდება ეს შემოსავალი და ეს ჩვენთვის კარგი არ არის“, – ამბობს პაატა ცინცაძე.

საქართველოს „ექსკლუზიურმა“ წარმომადგენელმა კახა კალაძემ შეხვედრის მოკლე კომენტირებისას გვამცნო, რომ 10% ტრანზიტის მოცულობა, თანხობრივად ყოფილიყო ანაზღაურებული. ანუ საქართველო რუსეთისგან ტრანზიტის სახით 10%-ის ნაცვლად თანხას მიიღებს, სომხეთს კი ბუნებრივი აირი ირანიდან მიეწოდება. ენერგეტიკის მინისტრს „გაზპრომის“ მიერ შეთავაზებული გეგმა არ მოსწონს, თუმცა, მომავალი მოლაპარაკებების იმედი აქვს.

შეგახსენებთ, კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში მილერთან სხვა შეხვედრები უკვე  დააანონსა.

იტვირთბა....