ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

“კულტურის სფეროში მთავარია ფულის ჩადება, ამ სფეროს წულუკიანი კარგად მართავს”- ქეთი დოლიძე

რეჟისორი ქეთი დოლიძე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნას “მეტრონომთან” აფასებს.

ქეთი დოლიძის განცხადებით, კარგია, რომ კულტურის სამინისტროს ამ სფეროში მყოფი პირი არ უხელმძღვანელებს, რაც მიუკერძოებლობის გარანტიას იძლევა.

რეჟისორი დარწმუნებულია, რომ წულუკიანი თავიის პრინციპულობით კულტურის სფეროს კარგად უხემძღვანელებს.

“ძალიან კარგია, ძალიან… მიხარია, რომ წულუკიანი დაინიშნა. წულუკიანი არის განათლებული, მცოდნე, პრინციპული და კარგი მენეჯერი. ყველაზე კარგ კი ისაა, რომ კულტურის სფეროს არ წარმოადგენს და არ იქნება მიკერძოებული”- განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, ვინაიდან წულუკიანი კულტურის სფეროს არ წარმოადგენს და მასთან დაკაშშირებულ პრობლემებს ნაკლებად ცნობს, რამდენად სწორია მისთვის უწყების ჩაბარება, დოლიძე აცხადებს, რომ “კულტურის სფეროში მთავარია ფულის ჩადება.”

“პრობლემები ყველგანაა, სად არ არის პრობლემები?! კულტურის სფეროშიცაა და მთელს საქართველოშიც. ერთი წელია პანდემიაა და სერიოზული პრობლემები გვაქს. ჩვენც “მოვიჭირეთ ქამრები”, რომ ეს პრობლემები შედარებით შემსუბუქებულიყო. კულტურის სფეროში კი მთავარია ფულის ჩადება. დარწმუნებული ვარ, რომ წულუკიანი კარგად მართავს და ძალიან მიხარია,”- განაცხადა ქეთი დოლიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 19 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და ამიერიდან იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....