ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჩვენი სტატიები

“თეასნაირი მენეჯერი, პრინციპული ადამიანი სჭირდება დღევანდელ კულტურის სამინისტროს” – დავით ოქიტაშვილი

“ზუსტად თეასნაირი მენეჯერი, პრინციპული ადამიანი სჭირდება დღევანდელ კულტურის სამინისტროს. მივესალმები და დიდი ხანია მის კანიდადუტარ ვუჭერ მხარს”, – ამის შესახებ “კულტურის პალატის” თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დანიშვნის შეფასებისას “მეტრონომთან” განაცხადა.

როგორც დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროში ვითარებას დაალაგებს.

“დღეს ზუსტად ასეთი, თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი გვჭირდება, რადგან დღეს ქართული კულტურა ისევ არ გვაქვს, კულუტურის სამინისტრო არის განადგურებული. ძალიან დიდი შეცდომა იყო, როდესაც კულტურის სამინისტრო შეუერთდა და საერთოდ ჩაიკარგა განათლებაში.

ზოგზოგიერთები უკვე მიხვდნენ, დაწერეს განცხადებები, წავიდნენ. კულტურის სამინისტროში ქალბატონი თეა რომ მივა, ჩაიხედება იქ, თუ რა ხდებოდა”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა “მეტრონომთან.”

ცნობისათვის, დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

ავტორი: თამარ შუკვანი

 

იტვირთბა....