გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ვასილ მახარაძეს 9 წელი, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძესა და გიგა ტატიშვილს – 5-5 წელი პატიმრობა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 8 სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.