გერმანიაში ხუთი სამხრეთ კორეელი დააკავეს. მათ ბრალად არც მეტი არც ნაკლები, ეგზორციზმის (სულის განდევნის) რიტუალის შესრულების დროს ნათესავის მკვლელობა ედებათ.
41 წლის ქალბატონის ცხედარი ფრანკფურტში, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში სამართალდამცველებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ეჭვმიტანილებმა ადგილზე მოძღვარი გამოიძახეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილთა შორის არიან გარდაცვლილის ნათესავი 44 წლის ქალი, მისი 21 წლის ვაჟი და 19 წლის ქალიშვილი. დაკავებულია ასევე, 15 წლის ორი მოზარდი – ერთ-ერთი მათგანი მოკლულის შვილია.
პროკურორის განცხადებით, ეჭვმიტანილები ნათესავის სხეულიდან „დემონის“ განდევნას ცდილობდნენ, რომელიც მათივე ვარაუდით, მოკლული ქალის სხეულში იყო ჩასახლებული.
მათი მოქმედებით, მსხვერპლი აგონიაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ეჭვმიტანილებმა გასაჩუმებლად, პირში პირსახოცი ჩაუდეს, რის გამოც 41 წლის ქალი გულ-მკერდსა და კისერზე ძლიერი ზემოქმედების შედეგად, სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
იტვირთბა....