ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბიძინა კულუმბეგოვი: ყველაფერი გაკეთდა მის გადასარჩენად

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია “იმედზე” ექთნის გარდაცვალების ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ როგორც ცნობილია მას ალერგიული ფონი არაფერზე ჰქონია.

მისი თქმით, თითქმის ყველაფერი გაკეთდა მის გადასარჩენად, თუმცა საბოლოო დასკვნა კომისიამ უნდა დადოს.

„ქალბატონ მეგის შემთხვევაში, ერთი რამ ვიცით, რომ მას ალერგიული ფონი არ ჰქონია. ყველა კითხვარში, რომელიც შევსებულია, ის აღნიშნავდა „არა“. ყველაფერზე იყო პასუხი, რომ მას ალერგიული ფონი არ ჰქონია. წინა წლების განმავლობაში, ის წარმატებით იკეთებდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას და ჩვენ ისიც კი ვნახეთ, თუ როგორი გულანთებული მოუწოდებდა ყველას, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაეკეთებინათ. მეგის შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი გაკეთდა და თითქოს, მას არაფერი დააკლდა. საბოლოო შეფასება კომისიამ უნდა დადოს. რეგულირების სააგენტო იმსჯელებს, ექსპერტებს დეტალურად განხილვის შესაძლებლობა გვექნება“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, დღეს გარდაიცვალა.

იტვირთბა....