ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის, რომ დღევანდელი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა, ეს “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, დასავლეთმა კარგად დაინახა, :ქართული ოცნების” სახით რასთან აქვს საქმე.

“პირდაპირ გეტყვით, ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენ-საათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის ქართული ოცნება”, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია. ჩემი აზრით საერთოდ, დასავლეთმა ნახა, ვისთან აქვთ საქმე.

ჩვენ ოპოზიციური პარტიები ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები, “ქართული ოცნების” მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია რაც ქვეყანაში. დღევანდელი უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რო ჩვენ არ გვაქვს საქმე სახელმწიფოებრივ მიდგომასთან, საქმე გვაქს ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან,”- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, “თუ შეთანხმება არ არის დღეს და ქვეყანას ტოვებს მედიატორი, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ ქართული ოცნება.”

“მათ ქვეყანასთან დაკავშირებით მოუწევთ კარგად დაფიქრდება. ვფიქრობ, რომ ამის შედეგი, რასაც ისინი აკეთებენ, იქნება ძალიან მძიმე დასავლეთთან. “ყველამ დაინახა მედიაციის მხარეს, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება რაც იყო ქართული ოცნების მხრიდან, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ქართული ოცნების მხრიდან არის ბოლომდე გაფლანგული”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს და მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არსებობს.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ გაუგებარი მოტხოვნებიდან გამომდინარე პროცესი ბოლომდე შეაჩერა.”

“მთავარი წყალგამყოფი არის ის, რომ ოცნებას არ უნდა შეთანხმება და ამაზე მიიღებს შესაბამის პასუხს,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

 

 

იტვირთბა....