ახალი ამბები

აშშ-ში მეჩეთებს შეიარაღებული პირები დაიცავენ

აშშ-ში მეჩეთებს შეიარაღებული პირები დაიცავენ. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

ამერიკაში მეჩეთების დაცვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკელი მუსლიმების რადიკალიზაციის რიცხვმა იმატა. შეიარაღებული პირების დაქირავება თავად ამერიკაში მოღვაწე მუსლიმანმა ლიდერებმა გადაწყვიტეს.

ცოტა ხნის წინ კალიფორნიის პოლიციამ დააკავა 23 წლის კაცი, რომელიც მეჩეთს  თავს დაესხა. ვითარებას ამძიმებს რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებებიც. ტრამპამა მოითხოვა მუსლიმებს აეკრძალოთ აშშ-ში შესვლა და იქ ცხოვრების უფლება. ამას ამერიკაში მცხოვრები მუსლიმების გაღიზიანება მოჰყვა.

იტვირთბა....