წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.