სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპრაკებების შედეგად, მივიდნენ იმ აზრამდე, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
“ახლახან შევხვდი ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ ცარუკიანს. შეხვედრს დროს, მივედით იმ აზრამდე, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ასევე ჩემს მიერ პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემ ნაბიჯთან“, ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ლიდერ ედმონ მარუკიანთან გამართული დისკუსიების გათვალისწინებით, სომხეთში, მიმდინარე წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება,“- განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის შემოდგომაზე დაწყებული ყარაბღის ომის შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია პრემიერ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდა.