ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნოდარ ნათაძემ პრეზიდენტს ღირსების ორდენი უკან დაუბრუნა

„პარლამენტის მუშაობა არის გუნდური მუშაობა. ურთიერთმომდევნო პარლამენტის მუშაობაც  გუნდური მუშაობაა ისტორიის წინაშე და ფასდება შესაბამისად გუნდურად. მე რომ გავიტანო ორი გოლი და მაინც წავაგო, თამაში წაგებულია“. – აცხადებს „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნათაძე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და საქართველოში პირველი მრავალპარტიული პარლამენტის შექმნაში გაწეული ღვაწლისთვის ღირსების ორდენით  დააჯილდოვა.

ნათაძის თქმით, პრეზიდენტს ორდენი  მაშინვე დაუბრუნა. მარგველაშვილმა ყოფილ პარლამენტარს ურჩია გაწეული მუშაობისთვის დამსახურებული ჯილდო აეღო, თუმცა ნათაძე გუნდური პრინციპების ერთგული დარჩა და სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ ორდენზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, ნოდარ ნათაძე საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის ასევე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრიც გახლდათ. ამ პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩაატარა რეფერენდუმი და საფუძველო ჩაუყარა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც დღევანდელ საქართველოშიც განვითარების პროცესშია.

ნათაძე პოლიტიკის გარდა სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწევა. ის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია.

იტვირთბა....