გამოცემა Central Banking-ის მიხედვით, საქართველს ეროვნული ბანკი დასახელდა ყველაზე გამჭვირვალე ბანკად. მთავარი კომპონენტი, რის გამოც ეროვნულ ბანკს ეს წოდება მიანიჭეს არის გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნა.
ამ ცვლილებებსა და წარმატებას კობა გვენეტაძის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირებენ, რომელიც ეროვნულ ბანკის პრეზიდენტი 2016 წელს გახდა.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა ფასები სტაბილურობის კონტროლი. თუმცა, ასევე, ჩვენი პრიორიტეტია ფინანსური სტაბილურობის და გამჭვირვალობის შენარჩუნება” – აცხადებს კობა გვენეტაძე.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა შექმნა პლატფორმა Finedu.gov.ge. ეს პლატფორმა თავს უყრის სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო რესურსს დაინტერესბული პირებისათვის. აქ წარმოდგენილი ინფორმაცია საინტერესოა არა მხოლოდ ეკონომისტებისათვის, არამედ ფართო საზოგადოებისათვის.
“აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ვებგვერდი – Finedu.gov.ge, თავს უყრის დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს. პლატფორმა არა მხოლოდ ინფორმაციის სანდოობას, კომპეტენტურობას, ობიექტურობას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს, არამედ, ასევე ზრდის ფინანსური პროდუქტების გამჭვირვალობას.” -აღნიშნულია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.