საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მთავრობის სხდომა გამართა, სადაც ბრიუსელში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.
მან აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს წარმოამდგენელების აზრით, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და კონკურენტულად, ამიტომ საჭიროა, მოკლე დროში ამ ხელოვნური კრიზისიდან გამოსავლის პოვნა.
“ჩვენ გვქონდა წარმატებული ვიზიტი ბრისუელში. ასევე უმაღლესი დონის შეხვედრები გავმართეთ, როგორც ევროსაბჭოში, ასევე ნატოში. ყველამ ერთად მოვისმიენთ ევროსაბჭოს უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე პრეზიდენტის ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის რეალობისა და სიტუაციის შესახებ. მათი აზრით ეს იყო სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს, ხელოვნურად შექმნილი კრიზისისა და კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდო ყველა მხარეს კონსტრუქციული დიალოგისკენ, რათა მოკლე დროში მოხდეს გამოსავალის მოძებნა.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა