ახალი ამბები მთავარი

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ მიწის დიდი მასა ფერდობს გამოყოფილია.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის ვაშლიჯვირსა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია.

მეწყრული პროცესები აღნიშნულ ადგილზე, მერიის განცხადებით, გარკვეულ მოქმედებების გამო დაიწყო. უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს გადაადგილება ალტერნატიული გზებით შეეძლებათ.

“მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. მოძრაობა შესაძლებელია ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, გოძიაშვილის, გაგარინის ქუჩების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მარშალ გელოვანის გამზირის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N89 ავტობუსი მაჭავარიანის ქუჩისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) მიმართულებით, ანჯაფარიძის ქუჩიდან მოძრაობას ყაზბეგის გამზირის, იონა ვაკელისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით შეძლებს. N137 მიკროავტობუსი კი თავისუფლების მოედნიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და ნუცუბიძის III მიკრორაიონის გავლით, მაჭავარიანის ქუჩაზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრამდე გადაადგილდება.

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

გადაადგილება დროებით შეზღუდულია მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

იტვირთბა....